საზოგადოება

სოფლის მეურნეობის სამინისტრო: ქართული სუნელები ტყვიას არ შეიცავს

03.07.17 21:25


საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ქართული სუნელები ტყვიას შეიცავს, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ბოლო დღეებში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტმა აშშ-ის მოსახლეობა გააფრთხილა არ შეიძინონ ქართული სუნელები, მათ შორის, სვანური მარილი, რადგან ისინი დიდი რაოდენობით ტყვიას შეიცავს.

„სურსათის ეროვნული სააგენტო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ქართულ სუნელზე დღეს არანაირი შეზღუდვა არ მოქმედებს. სააგენტო მუდმივად აწარმოებს მონიტორინგს და ლაბორატორიულ კვლევას. დღეს ქართულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის განცხადება ქართული წარმოების სანელებლებში ტყვიის მაღალი შემცველობის შესახებ, რაც არის 2015 წლის ინფორმაცია და არავითარი საერთო არ აქვს დღევანდელ რეალობასთან", — ნათქვამია განცხადებაში.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მასმედიას, თავი შეიკავონ საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები