საზოგადოება

კახეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

04.07.17 16:35


თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა.

გამთენიისას, მსუბუქი ავტომობილი კომბაინს შეეჯახა, მიღებული დაზიანებების შედეგად, ავტომობილის მძღოლი და ავტომანქანაში მყოფი ერთი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალნენ.

დაშავებულია სამი ადამიანი, რომლებიც სხვადასხვა დაზიანებებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა).


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები