საზოგადოება

საქართველოში რკინიგზის ლიანდაგების მოპარვას ცდილობდნენ

04.07.17 17:20


შსს-ს თანამშრომლებმა ოთხი ადამიანი დააკავეს, რომლებსაც ბრალად ედება 46 მეტრი სიგრძის ლიანდაგების მოპარვა, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ბრალდებულები იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი „საქართველოს რკინიგზის“ კუთვნილი ლიანდაგების მოპარვას ცდილობდნენ. ოთხივე მათგანი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით), რაც ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები