საზოგადოება

ინდოეთის მოქალაქეები არასრულწლოვანებთან გარყვნილი ქმედებისთვის დააკავეს

05.07.17 17:10


საქართველოს შს სამინისტრომ ინდოეთის ორი მოქალაქე არასრულწლოვანებთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავა, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიების მონაცემებით, 1991 წელს დაბადებული ჰ.ს. და 1995 წელს დაბადებული რ.ს. დანაშაულს ვარკეთილში დროებით ნაქირავებ ბინაში ახორციელებდნენ.


გამოძიება გარყვნილი ქმედების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

საქართველოს შს სამინისტრო დანაშაულის დეტალებს არ ასაჯაროებს. თუმცა, ტელეკომპანია Imedi-მა ხუთი არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

ტელეკომპანიის მონაცემებით, ინდოეთის მოქალაქეებმა ბავშვები ნაქირავებ ბინაში მოტყუებით აიყვანეს, ტანსაცმელი გახადეს და ფოტოსურათები გადაუღეს. ამის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ბავშვებმა ფაქტის შესახებ მსობლებს უამბეს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები