საზოგადოება

რატომ გადაიდო ქუთაისი-ბერლინის ავიარეისი - ქუთაისის აეროპორტი განმარტებას აკეთებს

05.07.17 17:20


რეისი რომელიც ქუთაისის აეროპორტიდან ბერლინის მიმართულებით დილის 6 საათზე უნდა შესრულებულიყო, გადაიდო. ქუთაისის აეროპორტში აღნიშნუილი ავიარეისის შესრულებასთან დაკავშირებით კომპანია „ვიზეარის“ გადაწყვეტილებას ელოდებიან. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ფეისბუკგვერდზე ავიარეისის გადადების მიზეზი განმარტეს:

„ავიაკომპანია ვიზეაირის რეისი (W66409) მემინგენი - ქუთაისი, უამინდობის გამო დაჯდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.

მგზავრების ნაწილი დარჩა თბილისში, ნაწილი ავტობუსით გაემგზავრა ქუთაისის მიმართულებით.

რეისი ქუთაისი-ბერლინი (W66407 ) არ შესრულდა რადგან ბორტი თბილისში იყო.

ქუთაისი - ბერლინის რეისზე დარეგისტრირებული მგზავრები გადანაწილდნენ სასტუმროებში.

აღნიშნულ ავიარეისთან დაკავშირებით ველით ავიაკომპანია ვიზეარის გადაწყვეტილებას და ინფორმაციის მიღებისთანავე შეიტყობთ ჩვენი გვერდის საშუალებით.

სხვა ყველა ავიარეისი შესრულდება დაგეგმილი დროის მიხედვით.“- აღნიშნულია განცხადებაში.

მგზავრების უკმაყოფილება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ მათ ჯერ ზუსტად არ იციან როდემდე გადაიდო ავიარეისი.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები