საზოგადოება

თბილისი უმასპინძლებს ფესტივალს Youth for Classics in the Caucasus

05.07.17 20:25


ფესტივალი Youth for Classics in the Caucasus, სადაც ევროპელი და კავკასიელი კომპოზიტორების ნაწარმოებები აჟღერდება, თბილისში 7-11 ივლისს გაიმართება.

ფესტივალი, რომელიც მიმართულია კავკასიის ახალგაზრდა მუსიკოსების გაერთიანებისკენ, თბილისის მერის, დავით ნარმანიას პატრონაჟით ჩატარდება.

ფესტივალი სამეფო უბნის თეატრის სცენაზე შედგება. მისი სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი გერმანელი კომპოზიტორი უვე ბერკემერია.


კონცერტებში მონაწილეობას მიიღებენ იბენბიურენის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრი, კავკასიის კამერული ორკესტრი, გიორგი უშიკიშვილი და ანსამბლი "ლაშარელა".

ფესტივალზე ასევე გამოვლენ ახალგაზრდა ტალანტები გერმანიიდან და საქართველოდან: მარიე შტრუტმანი — ფლეიტა, ტიმ კიევითი — ტრომპეტი, ფელიქს მაიერი — ვიოლინჩელო, რეზი ხაინდრავა — ვიოლინჩელო, მარი ობოლაშვილი — ვიოლინო.

კონცერტებზე აჟღერდება ვივალდის, მოცარტის, სენ-სანსის, ჰაიდნის, ჩარპენტიერის, მარჩელის, ფორეს და ბერკემერის, ასევე კავკასიელი კომპოზიტორების ნაწარმოებები.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია თეატრის სალაროსა და ონლაინ ვებ-გვერდზე tkt.ge.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები