საზოგადოება

ბათუმში მაშველებმა ორი ახალგაზრდა მამაკაცი გადაარჩინეს

05.07.17 20:40


ბათუმში, დღეს მაშველებმა ორი ახალგაზრდა მამაკაცი გადაარჩინეს. ახალგაზრდების გადარჩენის ოპერაციაში 4 მაშველი და 2 სამაშველო სკუტერი იყო ჩართული. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, დილიდან ყველა სამაშველო კოშკურაზე წითელი ალმებია აღმართული, რაც იმას ნიშნავს, რომ ზღვაში ბანაობა აკრძალულია.

მიუხედავად ამისა, მოქალაქეები მითითებებს არ ემორჩილებიან და ზღვაში საბანაოდ მაინც შედიან.

შეგახსენებთ, რომ ცურვა ნებადართულია მაშინ, როცა სანაპიროზე თეთრი ალამია აღმართული. საზღვაო აკვატორიას, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალზე სამაშველო განყოფილება, 24-საათიან რეჟიმში აკონტროლებს.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები