საზოგადოება

წყალდიდობის გამო რაჭაში სოფელი ღები გარესამყაროს მოწყდა

05.07.17 21:00


ონის რაიონის სოფელი ღები ძლიერი წვიმის გამო გარესამყაროსაა მოწყვეტილი, იუწყება ტელეკომპანია "რუსთავი2".

ადიდებულმა მდინარემ სოფლამდე მისასვლელი გზა ჩაკეტა და ხიდები წაიღო.


მოსახლეობა შველას ითხოვს, თუმცა ძლიერი წვიმის გამო სამაშველო სამსახური ადგილამდე მისვლა ჯერ ისევ ვერ ახერხებს.

"წვიმაა, ძალიან ცუდი ამინდია და წყალი მოდის ძალიან დიდი. სოფელი მოწყვეტილია რაიონულ ცენტრს. მიმდინარეობს სამუშაოები, ვითვლით ზარალს. ველოდებით, ცოტა ჩაცხრეს სტიქია და მას შემდეგ ღონისძიებებს გავატარებთ," — განაცხადა ონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი ლობჟანიძემ.

გამგებლის ვარაუდით, გზა 3-4 საათში გაიხსნება და სამაშველო ჯგუფი შესაბამის ღონისძიებებს გაატარებს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები