საზოგადოება

ბათუმის პორტის საბაჟოზე 213 კილოგრამი ნარკოტიკი აღმოაჩინეს

13.06.16 19:50


ბათუმის პორტის საბაჟოზე მებაჟეებმა 213 კილოგრამი ნარკოტიკი აღმოაჩინეს. ირანიდან აზერბაიჯანის გავლით საქართველოში შემოსული ნარკოტიკით დატვირთული ტრაილერი უკრაინის მიმართულებით მიდიოდა. წინასწარი ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალება სავარაუდოდ, ჰეროინი ტრაილერის სპეციალურად მოწყობილ საბარგულში იყო განთავსებული.

სატვირთოს მძღოლი ჰოლანდიის მოქალაქეა, ის სამართალდამცველებმა დააკავეს. მანქანა პორტშია გაჩერებული.

საქმის მასალები შემოსავლების სამსახურმა გამოძიებისთვის შინაგან საქმეთ სამინისტროს გადასცა. უწყება აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადების გაკეთებას გეგმავს.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 928


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები