საზოგადოება

ძლიერმა წვიმამ ფოთსა და ხობის სოფლებში პრობლემები შექმნა

08.07.17 15:25


ფოთში ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები დაიტბორა, განსაკუთრებით რთული ვითარებაა ათონელისა და რეკვავას ქუჩებზე.

როგორც Sputnik-ის კორესპონდენტი ჯემალ ღამბაშიძე იტყობინება, ქალაქში არსებული მოუწესრიგებელი სანიაღვრე არხები წვიმის დროს მოსახლეობისთვის პრობლემებს ქმნის.


ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში. სოფელ ჭალადიდში, ხამისკურში, ხეთასა და პირველ მაისში ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები და სავარგულები. ადგილობრივების განცხადებით, სანიაღვრე არხები წყალს ვერ ატარებენ, რის გამოც დაიტბორა სახლების პირველი სართულები.

დახოცილია ფრინველი.

„ ახლა სოფელ ხეთაში ვიმყოფებით და ეტაპობრივად ვეცდებით წვიმის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის აღნუსხვას. ჩვენთან ერთად იმყოფება მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბერაია. საგანგებო რეჟიმში მუშაობს ხობის გამგეობის შესაბამისი სამსახურები“, — განაცხადა ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ Sputnik-ის კორესპონდენტთან საუბრისას.

გავრცელებული ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ მენჯში ზუგდიდი-თბილისის სამგზავრო მატარებლის მოძრაობა 1,5 საათით შეფერხდა.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები