საზოგადოება

"ვიცით, რომ კარგად არიან" - ხევსურეთში დაკარგულ 5 ტურისტს სავარაუდოდ დღეს გამოიყვანან

08.07.17 16:10


შინაგანსაქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ხევსურეთში ჩარჩენილ 5 ტურისტს სავარაუდოდ, დღეს გამოიყვანენ. მათი თქმით, ტურისტების ადგილსამყოფელი დადგენილია.

"ვიცით, რომ თავს კარგად გრძნობენ და სავარაუდოდ, დღეს მოხდება მათი გამოყვანა“, - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.

პირიქითა ხევსურეთი გარესამყაროსაა მოწყვეტილი, ადიდებულმა მდინარემ და ღვარცოფმა დატბორა საცხოვრებელი სახლები რამდენიმე სოფელში და დააზიანა საავტომობილო გზა.

ტურისტები კი უკან გამოსვლას ვერ ახერხებენ.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები