საზოგადოება

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 12 ივლისს

10.07.17 16:30


სინოპტიკოსების პროგნოზით, ოთხშაბათს, 12 ივლისს თბილისში მცირე ნალექია მოსალოდნელი.

მზე 05:36 საათზე ამოვა. დილიდან ღრუბლიანი ამინდი იქნება, დროგამოშვებით იწვიმებს.

საღამოს გამოიდარებს. დღის მეორე ნახევრიდან ნალექი შეწყდება და უმეტესად მზიანი ამინდი იქნება.

ასე რომ, საღამოს შეგიძლიათ დაგეგმოთ ქალაქში გასეირნება, მით უმეტეს, რომ მზე მხოლოდ 20:36 საათზე ჩავა.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით 20 გრადუსი სითბო იქნება, ხოლო მაქსიმალური დღისით — 26. ქარის სიჩქარე 10-15 მეტრი წამში იქნება.

წარმატებულ დღეს გისურვებთ!



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები