საზოგადოება

საქართველოს სამხედრო გზა გახსნილია

10.07.17 18:05


მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგენილია, აღნიშნულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

გზატკეცილის 128-ე კილომეტრზე, დარიალის ხეობასთან ახლოს, სოფელ ცდოსთან კლდოვანი მასა ჩამოიშალა და ამის გამო მოძრაობა გადაიკეტა.

საქართველოს სამხედრო გზა თბილისსა და ვლადიკავკაზს აკავშირებს; უამინდობისა და ბუნებრივი მოვლენების გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობისთვის ის ხშირად იკეტება.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები