საზოგადოება

საქართველოში კვლავ ოთხ ტურისტს ეძებენ

10.07.17 18:15


საქართველოს სამაშველო სამსახური კვლავ ეძებს ოთხ ტურისტს, რომლებიც 5 ივლისს კასპის რაიონში დაიკარგნენ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия შსს-ს საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ინფორმაცია ოთხი ტურისტის დაკარგვის შესახებ 7 ივლისს გავრცელდა. ისინი ბოლოს კასპის რაიონის სოფელ გოსტიბში ნახეს. ტურისტები მაშველებს თვითონ დაუკავშირდნენ, თუმცა, მოგვიანებით მათთან დარეკვა შეუძლებელი გახდა.

„ახალი ამბავი ჯერჯერობით არ არის. მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები", — განაცხადა პრეს-სამსახურის თანამშრომელმა.

ამის პარალელურად, 7 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია ხევსურეთში ხუთი უცხოელი მოგზაურის გაუჩინარების შესახებ. მაშველებმა ისინი შაბათს იპოვეს და ვერტმფრენით უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები