საზოგადოება

ხანძარი ფოთის ბაზარში: სამი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს

10.07.17 19:20


სამი მოვაჭრე, ვისი ქონებაც ფოთის ბაზარში ხანძრის შედეგად დაიწვა, ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში შემოიყვანეს, განუცხადა „Sputnik საქართველოს" საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თეა მიგინეიშვილმა."

ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია. ქალმა, რომლის ქონება, მასმედიის ცნობით, დაზღვეული არ იყო, ვენები გადაიჭრა.

„საავადმყოფოში მოიყვანეს ორი ქალი ჰიპერტონიული კრიზით და ერთი ჭრილობით მკლავზე. პაციენტები დიაგნოსტიკურ განყოფილებაში იმყოფებიან. მიმდინარეობს შესაბამისი გამოკვლევა და მკურნალობა. ამ პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია", — განაცხადა მიგინეიშვილმა.

ბოლო მონაცემებით, ხანძრის შედეგად უკვე დაიწვა 150-დან დაახლოებით 70 მაღაზია.

მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება შეძლეს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები