საზოგადოება

თურქეთის მოქალაქეებს ბათუმში ნარკოტიკი აღმოუჩინეს

10.07.17 19:50


საქართველოს შსს —ს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ბათუმში თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სამართალდამცველებმა, ერთ-ერთი დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 339 აბი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 31 გრამზე მეტი ნარკოტიკულ ნივთიერება MDMA-ს შეიცავს.

მეორე დაკავებულის პირადი ჩხრეკისას კი ამოღებულია 1 გრამზე მეტი MDMA-ს შემცველი 9 აბი.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ს 260-ე მუხლით („განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე"), რაც თავისუფლების აღკვეთით 8-დან 20 წლამდე ვადით ისჯება.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები