საზოგადოება

რუსთავში 11 ივლისს მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი დაიწყება

11.07.17 14:50


მოქანდაკეები ესპანეთიდან, საფრანგეთიდან, ეგვიპტედან და საქართველოდან მონაწილეობას მიიღებენ მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმში, რომელიც რუსთავში 11 ივლისს დაიწყება.

როგორც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში აღნიშნავენ, ღონისძიება რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში გაიხსნება და ერთ თვეს გასტანს.

სიმპოზიუმზე რვა ქართველი და სამი უცხოელი მოქანდაკე 11 ქანდაკებას შექმნის. ხელოვნების ნიმუშები იქვე, პარკში და რუსთავის ქუჩებში განთავსდება.

სიმპოზიუმი რუსთავის მერიის „სახელოვნებო გაერთიანებათა ცენტრის" ორგანიზებით იმართება. რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ პარკში შესარჩევი ნამუშევრების მაკეტები დაათვალიერა.

„ეს ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა და თუ ეს სიმპოზიუმი 10-15 წლის განმავლობაში ჩატარდება, ქალაქს 200-მდე ახალი ქანდაკება შეემატება", — აღნიშნა ჯიქიამ.

„უპირველეს ყოვლისა, ეს კულტურების გაცვლაა. ჩვენთან ჩამოდიან უცხოელები, ეცნობიან ჩვენ კულტურას, ჩვენ კი მათ კულტურას ვსწავლობთ. ეს აუცილებელია. ამ სიმპოზიუმებს დიდი შედეგები მოაქვს", — განაცხადა მოქანდაკე ჯუმბერ ჯიქიამ.

პირველად მოქანდაკეთა სიმპოზიუმი რუსთავში 90-იან წლებში ჩატარდა. მაშინ ის სამჯერ ჩატარდა. 2016 წელს ის კვლავ განახლდა და სიმპოზიუმის ფარგლებში ცხრა ქანდაკება შეიქმნა.

2017 წელს რუსთავის მერის ინიციატივით სიმპოზიუმს საერთაშორისო სტატუსი მიენიჭა.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები