საზოგადოება

გზას თბილისის აეროპორტიდან კახეთის მიმართულებით გაარემონტებენ

11.07.17 17:30


ქალაქის მერია თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან კახეთის მიმართულებით გზის კაპიტალურ რემონტს იწყებს, აღნიშნულია უწყების პრეს-სამსახურის განცხადებაში.

კერძოდ, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური გაარემონტებს გზის მონაკვეთს აეროპორტის ხიდიდან ლოჭინის ხიდამდე.

„კახეთთან დამაკავშირებელი გზის ამ მონაკვეთის რეაბილიტაცია 12 ივლისს დაიწყება და მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება… თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის", — ნათქვამია განცხადებაში.

გზის კაპიტალური რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4,5 მლნ ლარი დაიხარჯება. სამშენებლო სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს „ენკო" შეასრულებს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები