საზოგადოება

"ციანიდის საქმე"- დაკავებული დეკანოზი 6 მაღალჩინოსნის, მათ შორის კვირიკაშვილის სასამართლოში უჩივის

11.07.17 18:20


ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ სასულიერო პირი 6 მაღალჩინოსნის, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისგან პატივისა და ღირსების შელახვის საჯარო უარყოფას ითხოვს.

დაცვის მხარემ უკვე მოამზადა 2 სამოქალაქო სარჩელი, რომელთაგან ერთი ედიშერ ქარჩავას, ხოლო მეორე - მაღალი პოლიტიკური სტატუსის მქონე პირების მიერ გაკეთებულ განცხადებებს შეეხება.

”2 სამოქალაქო სარჩელი დაიწერა ღირსების შელახვისა და მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის. ერთი ეხებოდა საპატრიარქოს იურისტ ედიშერ ქარჩავას, რომელიც გარკვეული შენიშვნებისა და ბრძოლის შემდეგ საქალაქო სასამართლომ მიიღო. ანალოგიური მოთხოვნა ანალოგიური შინაარსით ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიმართაც შევიტანეთ, თუმცა საქალაქო სასამართომ ეს არ მიიღო. ჩვენ არ გვინდა შერჩევითი სამართლის პრეცედენტი იყო დაშვებული და მივმართეთ სააპელაციო სასამართლოს. საქმე ეხება 6 პირის მიერ პატივისა და ღირსების შელახვის უარყოფას და ერთ-ერთი პირი არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი”, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები