საზოგადოება

ხანძარი ფოთის ბაზარში - მოხდება თუ არა მოვაჭრეებისთვის სესხების გადავადება

11.07.17 19:00


ხანძარი ბაზარში - ფოთის მერიის ინფორმაციით, მიმდინარეობს მოლაპარაკება საბანკო სექტორთან მოვაჭრეებისთვის სესხის დასაფარად შეღავათების მინიჭებისთვის.

„გამოძიების პირობებში იქნება დადგენილი დაახლოებითი ზარალის რაოდენობა. ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში დილიდანვე დავიწყეთ საბანკო სექტორთან მუშაობა, შუამდგომლობა და უმეტესი მათგანისგან მივიღეთ თანხმობა, რომ იქნება მაქსიმალური ხელშეწყობა, რომ გადაევადოთ დროში და ის პრობლემები იქნას გადაჭრილი, რომელიც აქვთ ამ დაზარალებულებს,“ - განაცხადა ფოთის მერმა, ირაკლი კაკულიამ.

ფოთის ბაზარში გაჩენილი ხანძრის მიყენებულ ზარალის ზუსტი არაოდენობა უცნობია.

ცეცხლმა ორი ათას კვადრატულ მეტრზე მდებარე 70-მდე სავაჭრო ობიექტი გაანადგურა. არც ერთი მათგანი დაზღვეული არ ყოფილა. მოვაჭრეები ეჭვობენ, რომ ხანძარი განზრახ გააჩინეს.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები