საზოგადოება

ურეკსა და შეკვეთილში საზღვაო სეზონისთვის მზადება მიმდინარეობს

13.06.16 21:20


დაბა ურეკსა და შეკვეთილში ინფრასტრუქტურული სამუშაოები კომპლექსურად მიმდინარეობს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, 13 კილომეტრიან საგზაო მონაკვეთზე დაიწყო გარე განათების სისტემის მონტაჟი.

იცვლება მწყობრიდან გამოსული ბოძები, ნათურები და სადენები. იგეგმება ურეკი-შეკვეთილის შიდა უბნების გარე განათების სისტემის რეაბილიტაციაც. პროექტის ღირებულება 173 000 ლარს შეადგენს.

დღესვე დაიწყო დაბა ურეკის ცენტრალური გზის მოასფალტება. გამგეობის ცნობით, კურორტზე 4 კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთის მშენებლობა მიმდინარეობს.

პროექტი დაფინანსებულია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან.

სამუშაოების ჯამური ღირებულება 994 000 ლარს შეადგენს.

მიმდინარე ინფრასტურქტურული სამუშაოები დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ დაათვალიერა.

„დავიწყეთ მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები. ურეკი-შეკვეთილის 13 კილომეტრიან საგზაო მონაკვეთზე თავიდან ბოლომდე იცვლება ელექტრო სადენები, იდგმება დამატებითი ბოძები. პროექტის ფარგლებში საერთო ჯამში დამონტაჟდება 560 ერთეული ლამპიონი. სისტემის მოწყობა რამდენიმე დღეა მიმდინარეობს და უახლოეს დღეებში დასრულდება. ასევე დაიწყო დაბა ურეკის ცენტრალური გზის მოასფალტება. სამუშაოები შიდა პერიმეტრზე დაბის დასაწყისიდან ხორციელდება.

დარჩენილ მონაკვეთზე მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები, დასრულების სტადიაშია ვაკისის მოსწორება, ხორციელდება ინერტული მასალების შემოტანა და გზის საფუძვლის მოწყობა, “- აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ.

ურეკსა და შეკვეთილში მიმდინარე სამუშაოები დაჩქარებული ტემპებით მიმდინარეობს და უახლოს დღეებში დასრულდება.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 1693


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები