საზოგადოება

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარებაზე კანონის გამკაცრება იგეგმება

13.06.16 21:30


საზოგადოებრივის თავშეყრის ადგილებში მწეველთათვის სპეციალური ადგილების გამოყოფა სავალდებულო იქნება ან მოწევა მთლიანად აიკრძალება. ასევე, შესაძლოა აიკრძალოს თამბაქოს ნაწარმის, მისი აქსესუარების და მოხმარებისათვის განკუთვნლი მოწყობილობების განლაგება ვიტრინებზე, ვიტრაჟებზე, დახლზე, თაროზე და ან სხვაგან ისეთი სახით, რაც თამბაქოს პროდუქციას ხილვადს გახდის.

თამბაქოს ნაწარმის კატეგორიაში, შესაძლოა ე.წ. ელექტრონული სიგარეტიც განისაზღვროს და შეზღუდვები მის გამოყენებაზეც გავრცელდეს.

ამ და სხვა აკრძალვებს საკანონდმებლო პაკეტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინა. ინიციატორი დეპუტატი გუგული მაღრაძეა.

“აკრძალვები შეეხება რესტორნებს, სასტუმროებს, კაფე-ბარებს და ასე შემდეგ. ჩვენ კანონში ამ მოთხოვნას ვდებთ, მაგრამ მათ 2018 წლის 1-ელ იანვრამდე ვაძლევთ ვადას, რომ ან მოახერხონ და ცალკე მოსაწევი ადგილები გამოყონ ან მოწევა მთლიანად აკრძალონ“, - აცხადებს გუგული მაღრაძე.

დეპუტატმა ბიუროს სხდომაზე საკანონმდებლო პაკეტრის დაჩქარებული წესით განხილვა მოითხოვა, რაც დიკუსიის საგანი გახდა. საბოოლოდ, ბიუროს წევრები შეთანხმდნენ, რომ მას პარლამენტის ჩვეულებრივი - არადაჩქარებული წესით განიხილავს.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 748


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები