საზოგადოება

ანჯელინა ჯოლის პროდიუსერს საქართველოში არატრადიციული მკურნალობის მეთოდი აინტერესებს

13.07.17 16:45


ამერიკელი კინოვარსკვლავის, რეჟისორისა და გაეროს კეთილი ნების ელჩის ანჯელინა ჯოლის ერთ-ერთი პროდიუსერი საქართველოში არატრადიციული მკურნალობის მეთოდით დაინტერესდა.

ინფორმაცია ამის შესახებ კომპანიის ფიტოთერაპევტმა, ლელა გეჯაძემ გაავრცელა. კომპანია კომპლექსური მკურნალობის ქართულ პრეპარატ „ქავთასს“ იყენებს.

„სიტყვებით ვერ გადმოვცემ ისეთი გახარებული ვარ, დღეს მომწერეს ოფიციალურ მეილზე და მითხრეს, რომ „ქავთასით" მკურნალობა ჰოლივუდის ვარსკვლავ ანჯელინა ჯოლის სურს. არ ვიცი, როგორ გაიგო „ქავთასის“ შესახებ და ამ კონკრეტულმა ადამიანმა მითხრა, რომ მალე დაიწყება კონსულტაციები ამის თაობაზე! ეს ძალიან კარგი სიახლეა როგორც პირადად ჩემთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისათვის“, — წერს ექიმი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.


„Sputnik-საქართველოსთან“ საუბრისას გეჯაძემ დაადასტურა აღნიშნული ფაქტი, თუმცა განაცხადა, რომ ინფორმაცია ექსკლუზიურია და მისი გასაჯაროების უფლება არ აქვს.

ამასთან, ექიმის პრეს-სამსახურის უფროსმა დეტალებზე ისაუბრა.

„ქალბატონ ლელას ინტერვიუ ერთ-ერთ ბრენდულ ამერიკულ ჟურნალში გამოქვეყნდა, რომელიც იმავე სახელწოდებით თვეში ერთხელ საქართველოშიც გამოდის. ინტერვიუ ითარგმნა და ამერიკულ რედაქციას გადაეგზავნა. ის ანჯელინა ჯოლის პროდიუსერმა მარკმა ნახა. 18 აგვისტოს ის საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს. იმ დროისათვის კონსულტაციები დაიწყება“.

„ქავთასი“ სამკურნალო ბალახების ნაყენი, იმუნომოდულატორია, გამოიყენება ფიზიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. ნაყენი გამოიყენება ორგანიზმის იმუნური სისტემის გასაძლიერებლად, იმუნიტეტის ასამაღლებლად. პრეპარატ „ქავთასის“ ბალახები ეკოლოგიურად სუფთა ტერიტორიებზე მოიპოვება.

პრეპარატ „ქავთასის“ მიღებისას უჯრედულ დონეზე ხდება სისხლის ფილტრაცია, ორგანიზმი წიდებისგან იწმინდება. განსაკუთრებით ეფექტურია ნარკოდამოკიდებული ადამიანებისთვის და В და С ჰეპატიტით დაავადებული ადამიანებისთვის.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები