საზოგადოება

ქვეყანაში ავტოსკოლების ლიცენზირების საკითხი განიხილება

13.07.17 18:35


საქართველოს შსს-ში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნის ავტოსკოლებში სწავლების ერთიანი სტანდარტის შემუშავებისა და ლიცენზირების საკითხები, აღნიშნულია უწყების ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ შს მინისტრის მოადგილე დავით ვარდიაშვილი, შსს-ს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკა გელაშვილი, განათლების სამინისტროს, ავტოსკოლების წარმომადგენლები და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში მომუშავე ექსპერტები.


როგორც სამინისტროში აღნიშნეს, საკანონმდებლო ცვლილებების მთავარი მიზანი კვალიფიცირებული მძღოლების მომზადებაა. კონკრეტულად როდის შემუშავდება შესწორებები, უცნობია.

2017 წლის გაზაფხულზე საქართველოს პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის სასჯელს ამკაცრებს გარდა ამისა, 1 ივლისიდან ამოქმედდება ე. წ. ქულების სისტემა — მძღოლის მართვის მოწმობაზე დაირიცხება 100 ქულა, რომლებიც, დარღვევების შემთხვევაში, შემცირდება. ლიმიტის ამოწურვის შემდეგ მძღოლს მართვის მოწმობას ჩამოართმევენ. თავდაპირველად ქულები ნახევარ წელზე იქნება გათვლილი, ანუ 2017 წლის ბოლომდე, მომავალში კი — ერთ წელზე.

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებისთვის მართვის მოწმობის გაცემის წესებს, ამჟამად მისი მიღება შეუძლია იმასაც კი, ვისაც ავტოსკოლაში არ უსწავლია. მართვის მოწმობის ასაღებად საჭიროა ორი გამოცდის — თეორიისა და პრაქტიკის ჩაბარება.

ავტოსკოლაში სწავლა საშუალოდ 60 ლარი ღირს (თეორიის 16 გაკვეთილი), მართვის ერთი გაკვეთილი (1 სთ) – 20 ლარი.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები