საზოგადოება

ქართველი ნიჩბოსანი ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა

17.07.17 20:10


ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში ევროპის ჩემპიონატზე 200-მეტრიან დისტანციაზე ქართველმა ნიჩბოსანმა ზაზა ნადირაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

დისტანცია ზაზა ნადირაძემ 38,342 წამში დაფარა.


ამ დისციპლინაში გამარჯვებული გახდა ლიტველი ჰენრიკას ზუსტაუტასი (38,112), ხოლო ვერცხლის პრიზიორი — რუსი ალექსეი კოროვაშკოვი (38,157).

ბაიდარაზე და კანოეზე ნიჩბოსნობაში ევროპის ჩემპიონატი პლოვდივში 14-16 ივლისს ჩატარდა. საერთოგუნდურ ჩათვლაში გაიმარჯვა უნგრეთის ნაკრებმა, რომელმაც 10 ოქროს მედალი და სამ-სამი ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მეორე ადგილზეა გერმანიის ნაკრები (6-1-3), მესამეზე — რუსეთის ნაკრები (3-3-4).

ნადირაძის ბრინჯაოს მედალი ერთადერთია საქართველოს ნაკრების ყულაბაში, რომელიც დასკვნით ოქმში მე-18 ადგილი დაიკავა იტალიისა და ნორვეგიის გუნდებთან ერთად.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები