საზოგადოება

დადგინდა შავ ზღვაში დელფინების დაღუპვის შესაძლო მიზეზები

17.07.17 20:50


საქართველოს ზღვისპირეთში, განმუხურიდან სარფამდე 2017 წელს ნაპირზე 57 დელფინი გამორიყა, რომლებიც, შესაძლოა, მორბილივირუსული ინფექციისგან დაიღუპნენ, აღნიშნულია საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

მორბილივირუსულ ინფექციას სხვაგვარად დელფინების ჭირს უწოდებენ.

"გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტები მოუწოდებენ ადგილობრივ მოსახლეობას, გამოიჩინონ სიფრთხილე და არ შეეხონ ნაპირზე გამორიყულ ზღვის ძუძუმწოვრებს", — აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

მკვდარი დელფინების აღმოჩენის შემთხვევაში სააგენტო მოსახლეობას სთხოვს, დარეკონ საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზის ნომერზე 153.

ზღვის ძუძუმწოვართა დაღუპვის ოთხი ძირითადი მიზეზი არსებობს. პირველი — ბიოლოგიური სიკვდილი, როდესაც ძუძუმწოვრები ბუნებრივი სიკვდილით იღუპებიან. მეორე — ეს არის პათოლოგიები, რომლებიც დაავადებებსა და ინფექციებს უკავშირდება. მესამე — სანავიგაციო ტრავმა, როდესაც ისინი გემებს, კატერებს ეჯახებიან და კვდებიან და მეოთხე მიზეზი — თევზსაჭერ ბადეებში მოხვედრაა.

შავი ზღვის სანაპიროზე დელფინების დაღუპვის ძირითადი მიზეზი, სპეციალისტების განმარტებით, პათოლოგიებია. დაავადებებისა და ინფექციების დიდი ნაწილი, როგორც წესი, ზღვის დაბინძურებას უკავშირდება.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები