საზოგადოება

საქართველოში აზერბაიჯანელი მწერლების კრებული გამოიცა

17.07.17 21:25


საქართველოში აზერბაიჯანელი მწერლების ლიტერატურულ ნაწარმოებთა ახალი კრებული გამოიცა, იუწყება "Sputnik-აზერბაიჯანი" აზერბაიჯანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "აზერტაჯზე" დაყრდნობით.

კრებული სახელწოდებით "თანამედროვე აზერბაიჯანული პროზის ანთოლოგია" მომზადებულია აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტის მთარგმნელობითი ცენტრის მიერ.

წიგნში თავმოყრილია XX საუკუნის აზერბაიჯანელი მწერლების მოთხრობები, რომლებიც ცნობილმა მწერალმა და მთარგმნელმა, სახელმწიფო პრემიის ლაურეატმა იმირ მამედლიმ თარგმნა.

წიგნის რედაქტორია ცნობილი მთარგმნელი მანანა ბოსტოღანაშვილი, წინასიტყვაობის ავტორია გამოჩენილი ქართველი მწერალი გურამ ოდიშარია. წიგნი გამოსცა სტამბა "ინტელექტმა".

წიგნის პრეზენტაცია თბილისში სექტემბერ-ოქტომბერში გაიმართება.




წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები