საზოგადოება

კახეთში მიწისძვრა მოხდა

18.07.17 15:15


სიღნაღიდან 15 კილომეტრში 4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, აღნიშნულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ვებ-გვერდზე.

მიწისქვეშა ბიძგები 22:36 საათზე დაფიქსირდა.

ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გვრცელდება.

ბოლო დროს კახეთში მიწისძვრა 2017 წლის 7 ივნისს დედოფლისწყაროდან 25 კილომეტრში მოხდა. მისი სიმძლავრე 5,1 მაგნიტუდა იყო.

საქართველო სეისმურად საშუალოდ აქტიურ ტერიტორიაზე მდებარეობს. ყველაზე ძლიერი მიწისძვრა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მოხდა, რაჭის 1991 წლის 7-ბალიანი მიწისძვრა იყო, რომელსაც 200 კაცი ემსხვერპლა, ხოლო 46 ათასი ნაგებობა დაინგრა.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები