საზოგადოება

2018 წელს საქართველოს ეროვნული კინოცენტრი სამ ფილმს დააფინანსებს

18.07.17 20:25


2018 წელს საქართველოს ეროვნული კინოცენტრი სამი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის გადაღებას დააფინანსებს.

დაფინანსების კონკურსში მონაწილეობდა 24 პროექტი. კონკურსის შედეგები ქართული კინოცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.


თავდაპირველად 24 ნამუშევრიდან შეირჩა 6 ფილმი: რეჟისორ გიორგი ცქვიტინიძის "არმატურა", ლანა ღოღობერიძის "მინდვრის ყვავილები", თეკლა მაჭავარიანის "ჩემი სახლი ტყის პირას", ნანა ჯანელიძის "სად მიდის ლიზი" (ქართულ-აფხაზური დღიურები), გიორგი ხაინდრავას "ავთუშა" და ლევან თუთბერიძის "სამურაი დასვენების ჟამს".

საბოლოოდ საკონკურსო კომისიამ არჩევანი სამ კინოფილმზე შეაჩერა: ცქვიტინიძის "არმატურა", ღოღობერიძის "მინდვრის ყვავილები" და მაჭავარიანის "ჩემი სახლი ტყის პირას".

სულ 2018 წლის საკონკურსო ბიუჯეტი 1 080 000 ლარს შეადგენს.

საექსპერტო კომისიის რეკომენდაციით ფულადი ფონდი შემდეგნაირად გადანაწილდა: "არმატურა" და "მინდვრის ყვავილები" დაფინანსდა 470 000 ლარით, "სახლი ტყის პირას" — 136 854 ლარით.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები