საზოგადოება
19.07.17 16:05
საზოგადოებრივი მაუწყებელი 2017 წლის "საბავშვო ევროვიზიის" (Junior Eurovision Song Contest 2017) ეროვნულ შესარჩევ კონკურსს აცხადებს.
2017 წლის "საბავშვო ევროვიზია" თბილისში 26 ნოემბერს "სპორტის სასახლეში" გაიმართება.
ამ წლის სლოგანია — "ანათე" (Shine Bright).
ეროვნულ კონკურსზე განაცხადების შეტანა 9-დან 14 წლამდე სოლისტებსა და მუსიკალურ ჯგუფებს შეუძლიათ.
რეგისტრაციისათვის მონაწილეობის მსურველმა საკუთარი რეპერტუარიდან სიმღერა, ფოტო, ბიოგრაფია და საკონტაქტო ნომერი უნდა გაგზავნოს ელექტრონულ მისამართზე — [email protected] ან მიიტანოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე (თბილისი, მერაბ კოსტავას, 68).
"გამოიყენე შანსი გახდე საუკეთესო საუკეთესოთა შორის, სპეციალურად შენთვის შეიქმნება ახალი სიმღერა და ამ სიმღერით წარადგინე საქართველო ევროპის ყველაზე დიდ, საბავშვო მუსიკალურ დღესასწაულზე", — ნათქვამია მაუწყებლის განცხადებაში.
კონკურსი 17 ივლისს დაიწყო და პირველ სექტემბრამდე გაგრძელდება.
რიგით მე-15 კონკურსის ჩატარების უფლება საქართველოს 2016 წლის ევროვიზიაზე 10 წლის მარიამ მამადაშვილის გამარჯვებამ მოუტანა. სიმღერით "მზეო" ქართველმა შემსრულებელმა 17 ქვეყნის წარმომადგენელს გაუსწრო და 239 ქულა მოიპოვა.
საქართველომ "საბავშვო ევროვიზიაზე" მესამედ გაიმარჯვა — კონკურსის ისტორიაში ეს საუკეთესო შედეგია. 14 წლის განმავლობაში ის ორჯერ მოიგო მალტამ და ორჯერ — ბელარუსმა. 2008 წელს გაიმარჯვა ქართულმა კვარტეტმა "ბზიკები", 2011 წელს — ჯგუფმა Candy. მესამე გამარჯვება საქართველოს მარიამ მამადაშვილმა მოუტანა.
ამჟამად 2017 წლის კონკურსზე მონაწილეობა დაადასტურეს საქართველომ, რუსეთმა, უკრაინამ, სომხეთმა, ბელარუსმა, ბულგარეთმა, ირლანდიამ, კვიპროსმა, მალტამ და ნიდერლანდებმა. რუსეთს წარადგენს პოლინა ბოგუსევიჩი სიმღერით "კრილია".
საბავშვო ევროვიზიაზე მონაწილეობაზე უარი სხვადასხვა მიზეზის გამო განაცხადეს დიდმა ბრიტანეთმა, დანიამ და ხორვატიამ. თავისი მონაწილეობა ჯერჯერობით არ დაუდასტურებიათ ავსტრალიას, ალბანეთს, ისრაელს, იტალიას, მაკედონიას, პოლონეთს, სერბეთსა და ხორვატიას.
წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/
წაკითხულია : 199
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ორი იმპერიის ბრძოლა საქართველოსთვის - ვითარება უფრო და უფრო მწვავდება
20:4004.05.24
-
12:0603.05.24
-
18:0002.05.24
-
17:2802.05.24
-
17:0002.05.24
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა
16:3602.05.24
-
ნათია თურნავამ ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
16:0402.05.24
-
15:4002.05.24
-
15:1702.05.24
-
საქსტატი - აპრილში ყველაზე მეტად 12.6 პროცენტით გაიაფდა ზეთი, ხილი კი 37.9 პროცენტით გაძვირდა
14:4502.05.24
-
14:1902.05.24
-
თეა წულუკიანმა აზერბაიჯანში, კულტურათაშორისი დიალოგის VI მსოფლიო ფორუმში მიიღო მანაწილეობა
13:5002.05.24
-
13:1802.05.24
-
12:4202.05.24
-
საქართველოს პარლამენტი - დღეს ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება
12:0902.05.24
-
11:4002.05.24
-
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები აშშ-ის კონგრესმენებს შეხვდნენ
11:1602.05.24
-
ოთარ შამუგია: ფერმერების მხარდასაჭერად 15-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ
10:3502.05.24
-
სტამბოლში გამართულ აქციაზე პოლიციამ 217 დემონსტრანტი დააკავა
10:1102.05.24
-
ეჩმიაძინი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის წინააღმდეგ? მერამდენედ...
18:5501.05.24
-
თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდა
18:0001.05.24
-
ირაკლი კობახიძე ხერტ იან კოოპმანს შეხვდა
17:4301.05.24
-
იაგო ხვიჩია - აქციაზე პოლიციელები რომ არ ყოფილიყვნენ, არაფერი მოხდებოდა
17:2501.05.24
-
17:0501.05.24
-
16:4501.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის ნაწილია სიტუაციის გაუარესება
16:1401.05.24
-
გიორგი ჩაკვეტაძე - არ დავუშვებთ, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, არ დავუშვებთ, პროვოკაციები მოაწყონ
15:4201.05.24
-
15:2101.05.24
-
კახა კალაძე ოპოზიციას - მოდის არჩევნები, მოიგეთ და შეცვალეთ ეს კანონი, თუ არ მოგწონთ, რა პრობლემაა
15:0001.05.24
-
14:3901.05.24
-
5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ
14:0901.05.24
-
13:4101.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას - ევროპა არის კანონმორჩილება, დაემორჩილეთ კანონს!
13:2601.05.24
-
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
13:0001.05.24
-
პარლამენტის პლენარულ სხდომა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე განახლდა
12:3501.05.24
-
გერმანიის ელჩი - ძალადობა უნდა შეწყდეს, ეს გამოსავალი არასდროს არის
12:1201.05.24