საზოგადოება

მცხეთაში 2 აგვისტოს პატრიარქი საზეიმო ლიტურგიას ჩაატარებს

01.08.17 16:40


2 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ანგელოზის დღე აღინიშნება.

მართლმადიდებელი ეკლესია 2 აგვისტოს წინასწარმეტყველი ელია თეზბიტელისა და ილია მართლის (ჭავჭავაძე) ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით, მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სამღვდელოებასთან ერთად საზეიმო ლიტურგიას ჩაატარებს.

წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქი შეკრებილებს ტრადიციული ქადაგებით მიმართავს.

წმინდა ელია წინასწარმეტყველი ქრისტეს შობამდე 9 საუკუნეზე მეტი ხნის წინ ცხოვრობდა.

საეკლესიო გადმოცემით, ელია ხალენი საქართველოშია დაფლული, სვეტიცხოვლის ტაძარში, წმინდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის ეკვდერში.

ილია ჭავჭავაძე (1837-1907წწ) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა 1987 წელს, ერისა და ეკლესიის წინაშე ღვაწლისთვის, წმინდანად შერაცხა და მას წმინდა ილია მართალი უწოდა.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები