საზოგადოება

საფინანსო კომპანია "საქართველოს" ხელმძღვანელებს პატიმრობა შეეფარდათ

01.08.17 19:00


თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა შპს "საფინანსო კომპანია საქართველოს" სამი ხელმძღვანელის მიმართ, რომლებსაც 2300-ზე მეტი მეანაბრის თანხების გაფლანგვა ედებათ ბრალად, ნათქვამია სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საქმის მასალების თანახმად, შპს,,საფინანსო კომპანია საქართველომ" მოქალაქეებისაგან სესხის სახით აიღო 34 მლნ ლარზე, 70 მლნ აშშ დოლარზე და 4,6 მლნ ევროზე მეტი თანხა, რომელიც უნდა გამოყენებულიყო უფრო მომგებიანი ეკონომიკური საქმიანობისათვის, რათა მეანაბრეებს შემოსავალი მიეღოთ.


ბრალდების თანახმად, მერაბ ფ.-სა და თამარ მ.-ს წაქეზებით, თამაზ ლ.-მ, ნაცვლად იმისა, რომ ეწარმოებინა მომგებიანი საქმიანობა, გაფლანგა მოქალაქეთა ანაბრები, რის შედეგად, ზიანი მიადგა 2343 მეანაბრეს.

სასამართლომ მერაბ ფ.-ს 10 წლით, თამაზ ლ.-ს 8 წლით, ხოლო თამარ მ.-ს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. თითოეულ ბრალდებულს, დამატებით 2-2 წლით ჩამოერთვათ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების უფლება.

აღნიშნული საფინასო კომპანიის მეანაბრეებმა ბოლო პერიოდში თანხების დაბრუნებისა და დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს და სასამართლოში სარჩელიც მათ შეიტანეს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები