საზოგადოება

7 თვის მონაცემებით, დაცულ ტერიტორიებს 489 909 ვიზიტორი ესტუმრა

04.08.17 17:25


დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 2017 წლის პირველ 7 თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35%-ით გაიზარდა.

2017 წლის 7 თვის მონაცემებით, 61% (301 557 ) ქართველი, ხოლო 39% (188 352 ) უცხოელია. ქართველი ვიზიტორების რაოდენობა 2016 წლის 7 თვესთან შედარებით 28%-ით, ხოლო უცხოელი -45%-ითაა გაზრდილი.

უცხოელებს შორის ყველაზე მეტი ვიზიტორი გვესტუმრა გერმანიიდან, ისრაელიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან.

სტატისტიკის მიხედვით, 2017 წელს ყველაზე მეტი სტუმარი პრომეთეს მღვიმეს (81 110), მარტვილის კანიონს (74 580), ყაზბეგის ეროვნულ პარკს (72 102), სათაფლიას (55 815) და ოკაცეს კანიონს (38 088) ესტუმრა.

2016 წელს ვიზიტორთა ცენტრისა და თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდეგ ვიზიტორთა რაოდენობის განსაკუთრებული ზრდა აღინიშნება მარტვილის კანიონზე.

1 წელიწადში კანიონის ვიზიტორთა ცენტრის შემოსავალმა 1 404 278 ლარი შეადგინა. მათ შორის 606 000 ლარი მიიღო შპს „ოფუცხოიმ“, რომელიც აერთიანებს იმ ადგილობრივ მაცხოვრებლებს, ვინც მანამდე ნავით მომსახურების სერვისს აქტიურად ახორციელებდა. შპს „ოფუცხოიში“ 80 ადამიანია დასაქმებული და თითოეულის ინვესტიცია 1100 ლარი იყო.

3 500 000 ლარი შეადგინა კანიონის მიმდებარედ განვითარებული ადგილობრივი ბიზნესის შემოსავალმა.

50-დან 120-მდე გაიზარდა მარტვილის კანიონში და მის მიმდებარედ დასაქმებულთა რაოდენობა.

2016 წლამდე მუნიციპალიტეტში სულ 10 სასტუმრო ფუნქციონირებდა. დღეს მათი რიცხვი 25-ია.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები