საზოგადოება

ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროს ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს

07.08.17 14:55


ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულებისას დაღუპული ქართველი სერჟანტის, მდინარი ბებიაშვილის ცხედარი სამშობლოში ჩამოასვენეს, იუწყება თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.

სპეციალური რეისი ბაგრამის საავიაციო ბაზიდან აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავმა განახორციელა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამგლოვიარო ცერემონია ეროვნული გვარდის საპატიო ყარაულისა და სამხედრო ორკესტრის მონაწილეობით გაიმართა.

ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მინსიტრთა კაბინეტის წევრები.

ბებიაშვილის ცხედარს ჯერ ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ, ხოლო შემდგეგ მის მშობლიურ სოფელში — ზესტაფონის რაიონ მარტოთუბანში.

მდინარი ბებიაშვილს 10 აგვისტოს დაკრძალავენ.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები