საზოგადოება

ერთი გარდაცვლილი და ერთი დაშავებული - ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ხეთაში

07.08.17 15:15


ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში ავტოსაგაზო შემთხვევა მოხდა.

როგორც ადგილიდან „Sputnik — საქართველოს“ კორესპონდენტი იტყობინება, ორ მუშას, რომლებიც ბუნებრივი აირის მილსადენზე სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ, მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

ერთი ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები