საზოგადოება

მძღოლი, რომელმაც ავარიაში დედა-შვილი იმსხვერპლა, დაკავებულია

07.08.17 16:00


სამართალდამცველებმა დააკავეს სომხეთის მოქალაქე გ.ჩ. რომელმაც ავტოსაგზაო შემთხვევაში ქალი და ბავშვი იმსხვერპლა, იუწყება შსს-ის პრესსამსახური.

ქალი 38 წლის იყო, ხოლო ბავში კი სულ 5-ის. დედაცა და შვილიც ადგილზე გარდაიცვალნენ.

გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

თუ მძღოლის ბრალი დამტკიცდება, მას 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 73


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები