საზოგადოება

სომხეთის საგარეო უწყება სურამთან მომხდარი ავტოავარიის დეტალებს არკვევს

07.08.17 20:25


სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არკვევს საქართველოში მომხდარი ავტოავარიის დეტალებს, რომლის შედეგად ქალი და ბავშვი დაიღუპნენ, იუწყება "Sputnik-სომხეთი" ქვეყნის საგარეო უწყების პრეს-მდივნის, ტიგრან ბალაიანის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

"სომხეთის საელჩო საქართველოში ამ საქმით არის დაკავებული. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მუდმივად უკავშირდება საელჩოს, დეტალები ჯერ არ არის. ველოდებით მომხდარის ვითარებაში გარკვევას", — განაცხადა ბალაიანმა.

საქართველოს შსს-ს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დააკავეს სომხეთის მოქალაქე გ.ჩ., რომელიც 5 აგვისტოს, სურამში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 136-ე კილომეტრზე ავტომობილ "ნისან ტიდათი" მოძრაობისას, ქვეითად მოსიარულე დედა-შვილს დაეჯახა, რომლებიც ტროტუარზე გაადადგილდებოდნენ. ქალი 38-ის, ხოლო ბავშვი — 5 წლის იყო. ორივე ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. თუ მძღოლის ბრალი დამტკიცდება, მას 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.




წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები