საზოგადოება

სომხეთიდან საქართველოში 10 ათას კილოზე მეტი ცოცხალი კიბორჩხალის შემოტანას ცდილობდნენ

07.08.17 21:05


სომხეთის მოქალაქე საქართველოში უკანონოდ 10 ათას კილოგრამზე მეტი ცოცხალი კიბორჩხალისა და 1,1 ათასი კილოგრამი შებოლილი თევზის შემოტანას ცდილობდა, აღნიშნულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

კონტრაბანდული პროდუქცია საკონტროლო-გამშვებ პუნქტ "სადახლოზე" აღმოაჩინეს.

გამოძიების მონაცემებით, სომხეთის მოქალაქის დოკუმენტებში მითითებული იყო, რომ მას ხილი გადაჰქონდა. მაგრამ როდესაც წესრიგის დამცველებმა სომხეთის მცხოვრების კუთვნილი სატვირთო ავტომობილის კამერა-მაცივარი გახსნეს, იქ კიბორჩხალები და თევზი აღმოაჩინეს.

უკანონო საქონლის საბაჟო ღირებულება 35 310 ლარს შეადგენს.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 7 წლამდე.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 91


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები