საზოგადოება

წარწერა Мade in Georgia ZARA-ს და Massimo Dutti-ს ჯინსებზე გაჩნდება

10.08.17 17:30


2018 წელს საქართველოში მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ZARA-ს, MANGO-ს, Massimo Dutti,-სა და Bershka-ს ტანსაცმლის სამკერვალო ფაბრიკა გაიხსნება.

საწარმოს ოზურგეთში თურქული კომპანია Baykanlar-ი აშენებს, რომელიც პირველ ეტაპზე 2 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს და 300 ადამიანს დაასაქმებს.

„ეს იქნება საწარმო, რომელშიც ZARA-ს, MANGO-ს და სხვა ცნობილი ბრენდების ჯინსები შეიკერება. ამ ეტაპზე ინვესტორმა თავისი ვალდებულებები შეასრულა“, — განაცხადა ჟურნალისტებთან გურიის რეგიონის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ.

უახლოეს სამ წელიწადში დაგეგმილია ინვესტიციის მოცულობის 15 მლნ აშშ დოლარამდე გაზრდა და 1500-მდე ადამიანის დასაქმება.

Baykanlar-ი 1998 წელს დაარსდა, რომელიც თანამშრომლობს მას-მარკეტის ყველაზე ცნობილ ბრენდებთან, მათ შორის, ZARA, MANGO, Bershka, Massimo Dutti და სხვებთან.




წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 91


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები