საზოგადოება
16.08.17 18:25
ქართლის ქარის ელექტროსადგურის მიერ ჩართვის დღიდან (2016 წლის ნოემბერი) გამომუშავებული და მიწოდებული ელექტროენერგია 67 000 000 კილოვატ საათს შეადგენს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურში“ განუცხადეს, ქართლის ქარის ელექტროსადგურის მიერ მიმდინარე წლის ივლისის თვეში წარმოებულმა და მიწოდებულმა ელექტროენერგიამ 7 327 000 კილოვატ საათი შეადგინა, რაც ივლისის თვის პროგნოზს 427 0000 კილოვატ საათით აღემატება.
რაც შეეხება ქართლის ქარის ელექტროსადგურის აქციების საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსდებას, შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, თორნიკე ყაზარაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე უკვე მომზადებულია ტექნიკური დავალება, რომლის მიხედვითაც ფინანსური და იურიდიული მომსახურების შესყიდვა მოხდება. მისივე თქმით, შერჩეული შესაბამისი საკონსულტაციო კომპანია მოახდენს შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ სააქციო საზოგადოებად გადაკეთების პროცესს.
„გარდა ამისა, რეორგანიზაციასთან ერთად, EBRD-თან ჩვენი ვალდებულების შესაბამისად მოლაპარაკებები გაიმართება, რათა მოხდეს ამ აქციების საჯარო შეთავაზების განხორციელება შესაბამისი წესებისა და პირობების მიხედვით, როგორც ჩვენ განსაზღვრული გვაქვს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან არსებული ხელშეკრულების პირობებით.
კონტრაქტშია ასეთი მუხლები, რომ მათთან შეთანხმების გარეშე ვერ მოხდება ამ აქციების გასხვისება“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ყაზარაშვილმა.
მისივე თქმით, სწორედ საკონსულტაციო კომპანია განსაზღვრავს დარჩება თუ არა ქართლის ქარის ელექტროსადგურის საკონტროლო პაკეტი „ენერგეტიკის განვითარების ფონდისა“ და ნავთობისა და გაზის კორპორაციის მფლობელობაში.
„როდესაც გარდაიქმნება სააქციო საზოგადოებად, შემდეგ განისაზღვრება რა ტიპის აქციები უნდა გამოიცეს, მართვის სისტემა როგორი იქნება, რა პირობებით, ჩადებით, რა ფასით იქნება და ა.შ. უნდა შეირჩეს ყველაზე ოპტიმალური მოდელი, რომ ამ საჯარო შეთავაზებას მოერგოს“, - განაცხადა ყაზარაშვილმა.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 145
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
საქართველოს ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები 15 მაისს ეწვევიან
10:3514.05.24
-
ჯონ ბასი - საქართველოს მთავრობას ქვეყანა ევროატლანტიკური გზიდან გადაჰყავს
10:0014.05.24
-
18:0013.05.24
-
რატი იონათამიშვილი - ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყნის ძალიან დიდი პატრიოტი და ერთგული ადამიანია
17:3913.05.24
-
მიხეილ სააკაშვილი - ყველა ამბიციის გვერდზე გადადება და საერთო სიაზე ფიქრი გვჭირდება
17:0013.05.24
-
16:2313.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყნის მომავალი ევროპულია და აუცილებლად შევალთ ოჯახში, რასაც ევროკავშირი ჰქვია
15:4513.05.24
-
4 ევროპარლამენტარი - ვთხოვთ ჯოზეფ ბორელს, დაიწყოს მიზნობრივი სანქციების მომზადება საქართველოში
15:2013.05.24
-
მიხაელ როთი - ვერ ვხედავ საქართვლოსთვის ნათელი მომავლის შანსს, თუ მთავრობა არ გაიწვევს ამ კანონს
14:4513.05.24
-
14:2013.05.24
-
13:5813.05.24
-
საპატრიარქო - პატრიარქის მიმართვა იყო მოწოდება ლოცვისკენ, მშვიდობისა და ერთობის შენარჩუნებისათვის
13:1913.05.24
-
12:5513.05.24
-
12:2413.05.24
-
11:5313.05.24
-
ირაკლი ქადაგიშვილი - კანონპროექტის მიღება ბოლომდე გაგრძელდება
11:1713.05.24
-
10:5013.05.24
-
10:2413.05.24
-
ქობაირის ქართული მართლმადიდებლური მონასტერი ეჩმიაძინის 'ტყვეობაშია'...
9:4213.05.24
-
9:4811.05.24
-
18:0010.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - დღემდე არ მომისმენია არც ერთი დონორის ბოდიში
17:4110.05.24
-
17:0010.05.24
-
„სიენენი“ ისრაელის ციხეში პალესტინელი პატიმრების მიმართ სასტიკი მოპყრობის შესახებ მასალას აქვეყნებს
16:3610.05.24
-
16:0010.05.24
-
12-13 მაისს საქართველოში წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი
15:3310.05.24
-
15:0010.05.24
-
14:3510.05.24
-
14:0010.05.24
-
13:2010.05.24
-
12:5910.05.24
-
12:3710.05.24
-
ანრი ოხანაშვილი: პატიმართა უფლებები დაცულია ჩვენს ქვეყანაში
12:1510.05.24
-
11:5510.05.24
-
11:2510.05.24
-
სომხეთში დემონსტრანტებმა პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვეს
11:0510.05.24