ეკონომიკა

ქართული ვისკი JIMSHER მსოფლიო სადეგუსტაციო კონკურსზე ვერცხლით დაჯილდოვდა

17.08.17 20:05


მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ სადეგუსტაციო კონკურსზე ლონდონში World whiskey Masters (London, 2017) სხვადასხვა ქვეყნის ათეულობით კონკურსანტს შორის ქართულმა ვისკიმ JIMSHER ვერცხლის მედლები მოიპოვა სხვადასხვა კატეგორიაში.

კონკურსზე საერთაშორისო ექსპერტების 18-კაციანი ჯგუფი ნიმუშებს ბრმად არჩევდა.

ქართული ვისკი მათ შეაფასეს, როგორც ქართული მეღვინეობისა და კულტურის ახალი აღმოჩენა.

ვისკის ავტორის, ჯიმშერ ჩხაიძის განცხადებით, ის მოხარულია, რომ პირველმა ქართულმა ვისკიმ ლონდონის მნიშვნელოვან კონკურსზე, სადაც ჟიურის წევრები გადაწყვეტილებას ე. წ. ბრმა მეთოდით იღებდნენ, ვისკის სამყაროში სერიოზული განაცხადი გააკეთა.

პირველი ქართული ვისკი ოთხი თვეა, რაც ქართულ და ასევე საერთაშორისო ბაზარზე გამოვიდა და მან უკვე დაიკავა თავისი ნიშა, აღნიშნა ჩხაიძემ.

ვისკის პირველი ექსპორტი განხორციელდა ჩინეთში, შემდეგ პოლონეთში, ყაზახეთში, უკრაინასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში. ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები ქართული ვისკის ევროპული ქვეყნების ბაზარზე გატანის თაობაზე.

ქართული ვისკის ბოთლისა და ეტიკეტის დიზაინი ზვიად ციკოლიას ეკუთვნის.

World whiskey Masters-ში მონაწილეობდნენ ევროპის ქვეყნები, კანადა, სამხრეთ აფრიკა, ავსტრალია, ინდოეთი და სხვა.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები