საზოგადოება

საქართველოში 50,3 ათას პირველკლასელს ნეტბუქები დაურიგდება

19.08.17 16:05


ახალ სასწავლო წელს ნეტბუქებს სახელმწიფო სკოლების 50,3 ათასი პირველკლასელი მიიღებს, აცნობეს Sputnik-საქართველოს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში.

სულ განათლების სამინისტრომ წელს 53,7 ათასი Acer-ის ფირმის ნეტბუქი შეიძინა, რომელთა ნაწილი კლასების დამრიგებლებს გადაეცემათ. ტექნიკა უკვე სკოლებშია გადანაწილებული.

სახელმწიფო პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ საქართველოში 2010 წელს ამუშავდა.

მაშინ ნეტბუქები მხოლოდ რამდენიმე სკოლას გამოუყვეს. 2011 წლიდან კი ისინი ყველა პირველკლასელის მერხზე გაჩნდა.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები