საზოგადოება

მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში - მსოფლიო ბანკი მზად არის დახმარებისთვის როგორც ფინანსური, ასევე ტექნიკური კუთხით

25.08.17 15:40


მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრს საგანგებო შტაბში შეხვდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონმა ჟურნალისტებს განუცხადა, მსოფლიო ბანკი მზად არის დახმარებისთვის როგორც ფინანსური, ასევე ტექნიკური კუთხით.

მსოფლიო ბანკი მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს სტიქიასთან ბრძოლის კუთხით.

„მინდა აღვნიშნო ის მხარდაჭერა, რომელიც ბევრმა ქვეყანამ გაუწია საქართველოს ამ კრიზისულ დროს. მსოფლიო ბანკში შეშფოთებული ვართ ამ უბედურებით და მზად ვართ დახმარება გავუწიოთ საქართველოს შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის ფარგლებში. მსოფლიო ბანკში პროგრამა გვაქვს, რომელიც უშუალოდ ეხება გარემოსა და ტყეების დაცვას. ჩვენ მზად ვართ საქართველოს დავეხმაროთ როგორც კრიზისის, ასევე კრიზისის შემდგომ პერიოდში. საქართველოს გავუწევთ ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას. გარემოსდაცვითი სპეციალისტების ჯგუფი შეაფასებს არსებულ ვითარებას, რათა შემდგომ კონკრეტული გეგმა დავნერგოთ“, - აღნიშნა მერსი ტემბონმა.

როგორც მერსი ტემბონმა განაცხადა, თავდაპირველად მოხდება სიტუაციის შეფასება, რის შემდეგაც საქართველოს მთავრობასთან ერთად განიხილავენ იმ საკითხებს, რა კუთხით მოხდეს დახმარება კონკრეტულად.
შეხვედრას საგანგებო შტაბის წევრები ესწრებოდნენ.

წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები