საზოგადოება

გიორგი კვირიკაშვილმა სტიქიასთან მებრძოლ მფრინავებსა და ეკიპაჟის წევრებს მადლობა გადაუხადა

26.08.17 14:15


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მფრინავებსა და ეკიპაჟის წევრებს, რომლებიც ცეცხლის სტიქიას რამდენიმე დღის განმავლობაში ებრძოდნენ, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, პრემიერ-მინისტრი ეკიპაჟების დისლოკაციის ადგილზე მივიდა და საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთის, ბელარუსის სახელმწიფოების შესაბამისი უწყებების მფრინავებს და ეკიპაჟის წევრებს შეხვდა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სტიქიასთან ერთობლივი ბრძოლა იყო ადამიანური, მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების საუკეთესო გამოვლინება.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხანძრის პირველივე წუთებიდან სალიკვიდაციო ოპერაციაში ჩართული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი, ასევე, აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს 1 ვერტმფრენი და სასაზღვრო პოლიციის 2 სადესანტო ვერტმფრენი. თურქეთის სატყეო სახანძრო სამსახურის 2 ვერტმფრენი და 1 თვითმფრინავი, ბელორუსის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს 1 ვერტმფრენი.

წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები