საზოგადოება

არჩილ თალაკვაძე - ბორჯომის ხეობაში ხანძარი უკვე არის გმირების ისტორია

26.08.17 15:30


ბორჯომის ხეობაში ხანძარი უკვე არის გმირების ისტორია, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე შეფასებით, როდესაც 2016 წლის დეკემბერში პარლამენტი მთავრობას ამტკიცებდა, სწორედ ასეთი პრემიერ-მინისტრი და მინისტრები იდგნენ ჩვენს წინაშე.

„მათ ნდობა გაამართლეს. ამ დღეებში ჩვენ ვნახეთ მეხანძრე-მაშველების და მფრინავების თავდადება, ვნახეთ მამაცი ჯარისკაცების ბრძოლა ცეცხლთან, ვნახეთ პოლიციელები როგორ ინარჩუნებდნენ წესრიგს და მედიკოსები როგორ იცავდნენ მოსახლეობის ჯანმრთელობას, ჩვენი ელჩები როგორ ასრულებდნენ მოვალეობას. რა თქმა უნდა, ზარალს დავითვლით, ტყის ფართობებსაც აღვადგენთ, თუმცა ყველაზე დიდი სიამაყით დავითვლით ხეებს, რომლებიც ამ დღეებში ერთად გადავარჩინეთ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძე.

წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები