საზოგადოება

პატრიარქმა ღვთისმშობლის ლოცვა სიონის საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლთან ერთად წაიკითხა

28.08.17 17:30


საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ღვთისმშობლის ლოცვა სიონის საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლთან ერთად წაიკითხა.

ილია მეორემ მრევლს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღეც მიულოცა.

„მისი ლოცვით, მისი ვედრებით ღმერთმა დალოცოს, გაახაროს, გააძლიეროს, დაიფაროს, დაიცვას სრულიად საქართველო.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი შეგეწიოთ თქვენ და სრულიად საქართველოს. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იყოს მფარველი ჩვენი ხალხისა, ჩვენი ბავშვებისა, ჩვენი მომავალი თაობისა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დედამ დაიცვას და დაიფაროს ყოველი გაჭირვებული ადამიანი. ჩვენთან არს ღმერთი“, - ბრძანა პატრიარქმა.

წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები