საზოგადოება

შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი იწყება

31.08.17 15:40


1 სექტემბრიდან საქართველოში შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი იწყება. კონცერტები 31 აგვისტოს და 1 სექტემბერს კონცერტებს ბათუმი და ურეკი უმასპინძლებს, 2 სექტემბერს კი გალაკონცერტი Black Sea Arena-ზე გაიმართება.

ფესტივალში 7 ქვეყანა მონაწილეობს. მსმენელის წინაშე ესპანეთის, იტალიის, პოლონეთის, უკრაინის, სომხეთის და საქართველოს ფოლკლორული ანსამბლები წარდგებიან.

ფესტივალს სპეციალური სტუმრის სტატუსით ეწვევა ესპანეთის ფლამენკოს მოცეკვავე პოპულარული ჯგუფი La Moneta & Flamenco.

შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი Check In Georgia-ს ფარგლებში ტარდება. ავტორი და ორგანიზატორია ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი.

წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები