ეკონომიკა

გასულ წელს საქართველოს სასტუმროები 2 მილიონზე მეტ სტუმარს მოემსახურა

31.08.17 16:15


გასულ წელს საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 2,5 მილიონ სტუმარს მოემსახურა, რაც 37%-ით აღემატება გასული წლის შესაბამის მაჩვენებელს. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქსტატის ცნობით, სტუმართა 65.8% საზღვარგარეთის ქვეყნებიდან, 34.2% კი - საქართველოდან იყო. საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოს სასტუმროებს უმეტესად სტუმრობდნენ რუსეთიდან (13.8%) შემოსული სტუმრები. ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსულ სტუმართა შორის უმეტესობას პოლონეთიდან (21.1%) და გერმანიიდან (18.1%) შემოსული სტუმრები შეადგენდნენ, ხოლო სხვა ქვეყნებიდან შემოსულ სტუმართა შორის უდიდესი წილი თურქეთიდან (24%) და ირანიდან (11.8%) შემოსულ სტუმრებს უკავია.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ წინა წელს 2015 წელთან შედარებით სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში სტუმართა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა ირანიდან (6.6-ჯერ), რუსეთიდან 71.2% - ით, თურქეთიდან - 70.0% - ით, უკრაინიდან - 41.4%-ით, გერმანიიდან - 27.9%- ით, პოლონეთიდან - 21.6%-ით, აშშ-დან - 19.4% - ით და სომხეთიდან - 11.9% - ით.

რაც შეეხება სტუმრობის მიზანს, საქსტატის ცნობით, საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოს სასტუმროებს სტუმართა დიდი ნაწილი 74.6% რეკრეაციისა და დასვენების მიზნით სტუმრობდა. საქმიანი და პროფესიული მიზნით იყვნენ- 16%, მკურნალობის მიზნით - 1.6%, ხოლო დარჩენილი 7.8% სხვა მიზნებზე მოდის.

რეკრეაციისა და დასვენების მიზნით, სასტუმროებსა და სასტურმოს ტიპის დაწესებულებებში განთავსებული არარეზიდენტი სტუმრებიდან 14.3% მოდის რუსეთიდან ჩამოსულ სტუმრებზე, 13.6% - თურქეთზე, 7.4% - უკრაინაზე, 6.8% - ირანზე, 6.3% - ისრაელზე, 3.6% - აზერბაიჯანზე, 3.6% - სომხეთზე და 3.2% პოლონეთზე.

წყარო : /www.bpn.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები