საზოგადოება

საქართველოში კოკსაკის ვირუსის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა

31.08.17 16:30


საქართველოში ენტეროვირუსული ინფექცია კოკსაკის ვირუსის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ განუცხადა, შემთხვევების კონკრეტულ რაოდენობაზე საუბარი რთულია, რადგან მისი აღრიცხვა არ ხდება.

მისი თქმით, კოკსაკის შემთხვევების გამოვლენას ძირითადად მაისიდან ივლისამდე ჰქონდა ადგილი.

„ვირუსი კოკსაკი მთელ მსოფლიოში და მით უმეტეს, საქართველოსნაირი კლიმატის ქვეყნებში ხშირად ფიქსირდება. გამომდინარე აქედან, რამდენიმე შემთხვევა ყოველთვის არის ხოლმე საქართველოში. ვირუსი იმდენად მსუბუქია, არ აღირიცხება ცალკ-ცალკე თუ არ არის აფეთქება. აფეთქება კი არა გვაქვს. ჩვენთან ძირითადად დაფიქსირდა მაის-ივლისში, ახლა თითო-ოროლა შემთხვევაა“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისი თქმით, ზოგადად ვირუსების კუთხით „ძალიან წყნარი ზაფხული გვქონდა“.

წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები