საზოგადოება

აბასთუმნის ტყეში ავიაციამ მუშაობა დროებით შეაჩერა

31.08.17 18:30


ამ ეტაპზე ვერტმფრენების გამოყენების აუცილებლობა აღარ არსებობს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებს ზეკარის უღელტეხილზე განუცხადა, სადაც მინისტრმა მედიის წარმომადგენლებს ხანძრის ადგილზე არსებული ვითარება გააცნო.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, იქიდან გამომდინარე, რომ ცეცხლის ღია კერები აღარ არსებობს, ამ ეტაპისთვის ვერტმფრენებმა დროებით შეაჩერეს სამუშაოები.

“რადგან ცეცხლის ღია კერები ჩვენ აღარ გვაქვს, ვერტმფრენების გამოყენების აუცილებლობა ამ ეტაპზე აღარ არსებობს. ამიტომ დროებით შევაჩერეთ ვერტმფრენების მუშაობა, თუმცა ავიაცია კვლავ მობილიზებული რჩება”, - განაცხადა მღებრიშვილმა.

წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები